სერვისები
ოთხი მიმართულება, რომელშიც უკვე გვაქვს გაშვებული სისტემები. პროექტს დიზაინიდან სერვერის გამართვამდე ერთი გუნდი ასრულებს.
მუნიციპალური სისტემები
მოქალაქის განაცხადი, ადმინისტრაციის პასუხი, სტატუსის შემოწმება, რუკის ფენები და ანალიტიკა. სისტემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მუშაობს.

AI ავტომატიზაცია
ასისტენტები, ხმოვანი სისტემები, დოკუმენტების დამუშავება და ავტომატიზებული სამუშაო პროცესები, რომლებიც ხელით შრომას ამცირებს.

ვებ პლატფორმები
ვებ პლატფორმა საიტზე მეტს მოიცავს: ავტორიზაციას, ონლაინ გადახდას, ადმინ-პანელს, სტატისტიკასა და მობილურ ვერსიას.

ინტეგრაციები
გადახდის სისტემები, SMS, რუკები, OAuth ავტორიზაცია და გარე API, მიერთებული ერთ სისტემაზე.

რა შედის ყოველ პროექტში
ადმინ-პანელი
შიგთავსსა და მომხმარებლებს დამკვეთი თავად მართავს, ჩვენი ჩარევის გარეშე.
მობილური ვერსია
ყველა გვერდი ტელეფონზეც სწორად მუშაობს. მობილური ვერსია ცალკე არ ფასდება.
უსაფრთხოება
CSRF-ისა და SQL-ინექციისგან დაცვა, მომხმარებლის როლები და წვდომის კონტროლი.
მხარდაჭერა
გაშვების შემდეგ შეცდომების გასწორება, განახლებები და მონიტორინგი.
როგორ ვმუშაობთ
პროექტი ოთხ ეტაპად მიმდინარეობს. ყოველი ეტაპის ბოლოს დამკვეთი შედეგს ნახულობს და ამოწმებს.
- 01
გაცნობავარკვევთ მოთხოვნებს და ვადგენთ სამუშაოს ზუსტ აღწერას. ეს ეტაპი უფასოა. - 02
დიზაინივამზადებთ ეკრანების მაკეტებს. პროგრამირება მაკეტის დამტკიცების შემდეგ იწყება. - 03
შემუშავებასისტემას ნაწილ-ნაწილ ვაბარებთ და ყოველი ნაწილი ჩაბარებისას მოწმდება. - 04
გაშვებაგაშვების შემდეგ ვასწორებთ შეცდომებს, ვაახლებთ სისტემას და ვაკვირდებით მის მუშაობას.
ჯერ არ იცით, რომელი მიმართულება გჭირდებათ?
მოგვწერეთ ამოცანა. უფასოდ შევაფასებთ და გეტყვით, რომელი გადაწყვეტაა საჭირო.



